საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე info@go2forum.ge
უკან დაბრუნება

ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი

როგორ განვაფასო სამუშაო?
იტვირთება...
Khvicha Kankava

xvicha

Khvicha Kankava

10/21/2026, 07:34am
Დადგენილება №241-ის მიხედვით ზუსტად ვერ გავიგე როგორაა: 1) ზედნადები 8.6% („ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები“, ცხრილი 1) ეხება თუ არა ზოგადსამშენებლო ხარჯთაღრიცხვაში СНиП-ის მე-9 კრებულით დათვლილ ლითონის პუნქტს (ჩასატანებელი დეტალები, მოაჯირები, IPE კოჭები, ადგილზე დამზადებით და მონტაჟით) და, თუ ეხება, უნდა გამოიყოს თუ არა ეს პუნქტი ცალკე ზოლად, რომ 8.6% მხოლოდ მას დაერიცხოს, დანარჩენს კი 14.1%; ? 2) საწყობის 0.75% (დანართის პ.3) ეხება მხოლოდ ქარხნულ მზა ლითონკონსტრუქციებს თუ ნაგლინ ლითონსაც (კოჭი, კუთხოვანა, მილი, ფურცელი), რომლისგანაც კონსტრუქცია ადგილზე მზადდება, და თუ ეხება, ეს სტრიქონები მასალის სვეტიდან ცალკე გამოიყოს 0.75%-ისთვის, თუ პ.3.1-ის გამო 2% მთელ სვეტზე რჩება; ? 3) ადგილზე დამზადებისას დამზადების ხელფასზე 54% (პ.4) ერიცხება თუ არა 8.6%-თან ან 14.1%-თან და 0.75%-თან ერთად?
0
OC

oqro chkhikvadze

Oqro Chkhikvadze

10/25/2026, 04:53pm

პასუხი: xvicha

Დადგენილება №241-ის მიხედვით ზუსტად ვერ გავიგე როგორაა: 1) ზედნადები 8.6% („ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები“, ცხრილი 1) ეხება თუ ა...

გამარჯობა, 1) ზედნადები ხარჯების განმარტებაში (1984 წელი) 8,6% არა მხოლოდ მე-9 კრებულს ერიცხება, ასევე იღებს გარკვეულ სამუშაოებსაც მე-14, 25-ე, 30-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე და 45-ე კრებულებიდანაც. (იქ მოცემულია როგორც ლითონის დეტალები ასევე კონსტრუქციებიც და ასევე ალუმინის კონსტრუქციებიც). თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მოაჯირი, ლითონის ჩასატანებელი დეტალი ან სხვა მცირე ლითონის ელემენტები არ უნდა წარმოადგენდნენ ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს. საკითხის ვფიქრობ ასე უნდა შევხედოთ თუ გვაქვს ლითონის შემდეგი კონსტრუქციები (შენობების სვეტები, რიგელები, ფერმები, ხიდის მალები და ასე შემდეგ მსგავსი მასიური კონსტრუქციები) უნდა ჩავთვალოთ ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებად, ხოლო მცირე ლითონის ელემენტები (კარ-ფანჯრები, მოაჯირები, წინფარა ან მსგავსი მცირე გაბარიტის ნაკეთობები) უნდა გადიოდეს ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოებში. საბოლოოდ ვფიქრობ ინდივიდუალურ შემთხვევებში ექსპერტმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და ორივე ვარიანტი შეგხვდეს. ჩემი მოსაზრება რაც დავწერე ასეა და კონკრეტულ ექსპერტს შემოწმებისას შეიძლება ქონდეს განსხვავებული აზრი 2) სასაწყობე ხარჯები ეკუთვნის ყველაფერს რაც მოცემულია მასალის სვეტში, ნებისმიერ მასალს თუ სხვა მასალას და ერიცხება შესაბამისი თავის მიხედვით 2%, 1,2% ან 0,75% 3) ადგილზე დამზადების შემთხვევაში სასაწყობე ხარჯი ანალოგიურად ერიცხება როგორც მე-2 პუნქტზე მოვიწერე, თუ მასალა ობიექტზე მიდის ეს % უნდა ერიცხებოდეს (რატომღაც შემოკლებული სახელი დაერქვა ამ დარიცხვას და სასაწყობე ხარჯს ვეძახით და ეს ასევე მოიცავს მომარაგების ხარჯებსაც, და თვის მხრივ მომარაგებაში მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი არ შედის). რაც შეეხება 54%-ს ეს ერიცხება ადგილზე დამზადების ხელფასს და ვიღებთ დამზადებული მასალის ერთეულის ფასს, რომელიც მოცემული უნდა იყოს ცალკე კალკულაციად, ხოლო ხარჯთაღრიცხვაში გადატანილი უნდა იქნას უკვე ერთეულის ფასი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს კალკულაცია (კალკულაციებს უნდა ქონდეს შესაბამისი ნომერი, მაგ. კალკ.1, კალკ.2 და ასე შემდეგ და ხარჯთაღრიცხვაში CPP პორტალის კოდის ნაცვლად ჩაიწეროს ასე)
0
ამ თემაზე კომენტარის დამატება შეზღუდულია